ქუთაისში,37-ე საარჩევნო უბანზე პირმა ყუთში ბიულეტენები ჩაყარა,, -ამის შესახებ ინფორმაციას,,ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიჭირეს ადამიანი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ყრიდა.
გარდა ამისა, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს ქუთაისის სხვა უბნებშიც, კერძოდ, 124-ე უბანზე იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, რომელიც ამომრჩევლებს ფულს ურიგებს.
,,მივმართავ კობა გაბუნიას: ის ,რასაც აკეთებს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის დაისჯება. მივმართავ უწყებებს: მიაქციონ ყურადღება აღნიშნულ ფაქტს. ,,ქართულ ოცნებას” მაინც ვერაფერი უშველის, გამარჯვებასთან ახლოს ვართ,”-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.
მისივე ინფორმაციით, ფინანსური რესურსის მობილიზება შეიმჩნევა 95-ე უბანზეც, ხოლო მე-19 უბანზე დაფიქსირდა რეგისტრატორის მხრიდან ბეჭდის დარტყმის გამოტოვება და დაიწერა საჩივარი, ამავე უბანზე ამომრჩევლებს აიძულებენ ბიულეტენს სურათი გადაუღონ.”