ქუთაისის 40-ე უბნის ,,ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის ინფორმაციით, უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, კერძოდ, ,,ქართული ოცნების” აგიტატორს, ნარგიზ დევაძეს ამომრჩეველთა სია უჭირავს და უბანზე ამომრჩევლების მისვლას აკონტროლებს.
,,სია აქვს და იცის ვინ რომელ საათზე მოვა. ფული მისცა თუ არა ვინმეს ,არ ვიცი. ურეკავს ხალხს და ეუბნება მოდითო. შარშან მანქანებით მოჰყავდა ხალხი. წინდაწინ ჰყავს ხალხი დაძაბული, რომ ნამდვილად უნდა მოვიდნენ” – ამბობს დამკვირვებელი ელისო მიქაბერიძე.
თავად ნარგიზ დევაძე ამომრჩეველზე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ აგიტატორების სია აქვს.