გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა,
ხატია დეკანოიძემ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ამომრჩეველს მიმართა. ხატია დეკანოიძემ ქუთაისელებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი და მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალქე დემოკრატიულ, ეკონომიკურად ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრებს.
,,ოპოზიციური კანდიდატების სახელით მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალქეს, რომელიც აპირებს ხვალ გადამწყვეტ რეფერენდუმზე მისვლას: შემოხაზეთ ყველა, ,,ქართული ოცნების’’ გარდა. ყველა ერთად მივდივართ საარჩევნო ყუთთან დას ვიცავთ ჩვენს ხმას, მაგრამ მანამდე ხმას ვაძლევთ საქართველოს მომავალს. გპირდებით, ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველოს მოქალქეები დაიწყებენ ღირსეულ ცხოვრებას. მოგმართავთ ყველას, ვისაც სამშოლოს სიყვარულით გიძგერთ გული: ხვალ შეთქმულება უნდა მოვუწყოთ ბიძინა ივანიშვილს იმით, რომ არ მივცეთ ხმა, შეთქმულება უნდა მოვუწყოთ პუტინს და რუსეთს. მივმართავ საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც აპირებენ შეასრულონ ,,ქართული ოცნების’’ დავალებები: ნუ აღუდგებით წინ მოქალქეების ნებას! Ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. მალე დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ,’’-აცხადებს ხატია დეკანოიძე.