შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ექსპრეზიდენტმა, ფეისბუქგვერდზე დღეს, 1 ოქტომბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

“ისე მენატრებოდა აქაურობა. ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება. მაგრამ საბოლოოდ ეს ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე […] ჩვენ უნდა მივიდეთ 2-ში, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ რუსთაველი შევავსოთ, თავისუფლების მოედანი”, — აცხადებს ის.

ვიდეოს გამოქვეყნებამდე კი სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ.”

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრინდეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრები დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობდნენ, თუმცა აცხადებენ:

“თუ შემოსულია, ჩამოშლილია “ქართული ოცნება”, – ელენე ხოშტარია

“დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმეტესობა ითხოვს, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას”, თინა ბოკუჩავა

” მე არ მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს სიმართლეა,”- აცხადებს ნიკა ობოლაძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *