ქუთაისში ,,მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლის” მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერად კენჭს ანდრო ლოსაბერიძე იყრის. ანდრო ლოსაბერიძის თქმით, ქუთაისის მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება და პარტიამ მთავარი აქცენტი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმართა.

,,ჩვენი საარჩევნო კამპანიის დედააზრი არის, რომ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად ვაქციოთ, აქ ჩამოსული ადამიანი კმაყოფილი უნდა იყოს არა მარტო დიადი წარსულის ძეგლებით, არამედ წარმატებული აწმყოთი. ეს გაზრდის სამუშაო ადგილებს და დაძლევს სიღარიბეს. ჩვენ შეგვწევს ძალა, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად,” -ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე.

,, 2 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს არა მარტო იმას, ვინ იქნება პასუხისმგებელი ქალაქში ხალხის წინაშე, არამედ იმასაც მთლიანად საქართველო წავა წინ , თუ დაბრუნდება უკან – რუსეთის წიაღში. უნდა დავასრულოთ ,,ქართული ოცნების” მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. გვაქვს კომპლექსური პროგრამა, როგორ გამოვიდეს ქუთაისი კრიზისული მდგომარეობიდან,”-ამბობს საარჩევნო შტაბის უფროსი, გია თევდორაძე.

,,სტრატეგია არმაშენებელის” ქუთაისის მერობის კანდიდატი თავის პროგრამაში რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

 


1.სპეციალური კანონი ქუთაისის შესახებ


2.მასშტაბური საინვესტიციო პროექტები დასაქამების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით

.ინდუსტრიული პარკების მშენებლობა

.iT ქალაქი

.ქუთაისის აეროპორტისთვის ლოჯისტიკური ფუნქციის დამატება

.დრაივ მუზეუმ ,,მედეას’’ მშენებლობა

3.ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია

.მდ.რიონის ნაპირის რეაილიტაცია

.საფეხმავლო სივრცის მოწყობა ბოტანიკურ ბაღსა და ხარების ეკლესიას შორის


4. დახურული საპარკინგე სივრცე ქალაქის ცენტრში

5. სარეკრეაციო ზონების მოწყობა მუხნარის და კორპის ტყეებში

6. სოციალური, განათლების და კულტურის მიმართულება

.ააიპების, ბაგა-ბაღების, სპორტ სკოლების მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა

.ბაღებისთვის ვაუჩერული სისტემის განსაზღვრა

.განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *