,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ უკანონო მიყურადების ბრალდებით ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრები საელჩოების წარმომადგენლებთან სუსის მიერ იყო ჩაწერილი. ხატია დეკანოიძე ყველა იმ ადამიანს, ვის საუბრებსაც უსმენდნენ , სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, მაგრამ 2 ოქტომბრის შემდეგ მთავრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ყველა სარჩელი დაკმაყოფილებული იქნება.

,,არ მაქვს იმედი , რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ უკანონო ტოტალურ კონტროლს, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვლება ხელისუფლება და პროკურატურა დამოუკიდებელი გახდება, ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, გამოძიებული იქნება,””-ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *