ენმ-ის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ მერიასთან სტიკერი “ნუ გვისმენთ”-გააკრა.

მან ამ გზით, შესაძლო ფარული მიყურადება გაპროტესტა.  ნარსია ამბობს, რომ ქუთაისის მერიც სუსის დანიშნულია.

“ეს ქალაქის მერი დანიშნა სუს-მა, ახლაც არჩევნებს ატარებს სუს-ი. არავინ არ თქვათ ქალაქის მერი ან ვინმე იყრის კენჭს, ეს ადამიანები არაფერს არ ნიშნავენ საერთოდ.”,- ამბობს ნიკა ნარსია.

ფარული მოსმენების მასალები ინტერნეტში გუშინ, 13 სექტემბერს გავრცელდა. მოსმენები შეიცავდა, როგორც სასულიერო პირების, ისე ჟურნალისტების პირად თუ სამსახურეობრივი კავშირების ფარულ ჩანაწერებს.

ნაცმოძრაობის კანდიდატს მერიის დაცვის სამსახურმა სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცა და  კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

ნიკა ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა, თუმცა მან შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *