,,ევროპულმა საქართველომ’’ ქუთაისში მაჟორიტარული და პროპორციული სია წარდგინა.

 

უქიმერიონი გუმათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე იქნება. ქუთაისში დეპუტატობისთვის პროპორციული სიით, დავით გოგისვანიძე, შორენა საღინაძე, ნანა ქუმელაშვილი, რევაზ გვამბერაძე იბრძოლებენ. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, 2021 წლის წლის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი და სისტემა, რომლის მიხედვითაც არჩევნები მუდმივად ყალდბებოდა.

 

,,ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი, ყველას შანსი და ვალდებულება წერტილი დავუსვათ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც წლებია ზიანს აყენებს ყვეყანას. Ჩვენს ხელში არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების ბედიცაა. უნდა დავასრულოთ ძალადობა, დაშინება, მუქარა,  მოქალაქეების ფულის მათ წინააღმდეგ გამოყენება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვა და რაც მთავარია, უნდობლობის დანერგვა ყველაფრის მიმართ, რაც სამოქალაქო აქტივობასთან არის დაკავშირებული. საქართველოს ევროპული მომავალი აქვს, ჩვენი პარტია მზადაა იბრძოლოს ქვეყნის უკეთესობისთვის. იმ გუნდს, რომელიც ქუთაისშია წარმოდგენილი, შესწევს ძალა, შეცვალოს რეალობა,’’-ამბობს გიგა ბოკერია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *