ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ

ქუთაისში დარეგისტრირებულ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს კანდიდატთა მოწმობები გადასცა.
,,გადავეცით კანდიდატებს მოწმობები. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე, თანაბარუფლებიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა და ჩართული მხარეების უფლებები,””-ამბობს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე, ლარინა ლალიაშვილი.

ქუთაისის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს. ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები 20-მა პარტიამ დაარეგისტრირა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *