,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 2021 წლის არჩევნებისთვის,

ქუთაისში მერობის კანდიდატი, ასევე მაჟორიტარული და პროპორციული სია წარადგინა. ქუთაისის მერობისთვის კენჭს ხატია დეკანოიძე იყრის.

 

,,26 დღეში უნდა ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ქვეყნის მომავალი, უნდა ავირჩიოთ მერი, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაკვეთების შემსრულებელი, არამედ ის ადამიანი იქნება, რომელიც თავის პოლიტიკურ სიტყვას იტყვის. 26 დღეში ლეგიტიმაცია უნდა დაასრულოს იმ ხელისუფლებამ, რომელიც კრემლის დავალებას ასრულებს და იმ უფსრულისკენ მიგვაქანებს, რომლიდანაც ამოვაღწიეთ. Ჩვენ უნდა დავამრცხოთ ქუთაისში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მარტო ჩვენი მტერი, არამედ ქვეყნის მტერიცაა,’’-განაცხადა ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას.

Ხატია დეკანოიძე 2020 წლის არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[2] მან ხმების 26,98% (13658) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *