,,სტრატეგია აღმაშენებელმა” მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის მერობისთვის ანდრო ლოსაბერიძე იბრძოლებს. ქალაქ მუზეუმში დეპუტატობისთვის ანა სირბილაძე, უქიმერიონში ოთარ კაჭკაჭიშვილი, სულხან-საბა-ვაკისუბანში ვლადიმერ ხმელიძე, გამარჯვების ოლქში კობა გურული, საფიჩია-კახიანაურში ხათუნა ხურციძე, ხოლო ავტოქარხანაში დავით აბულაძე იყრის კენჭს.
,,დღეს ადამიანები ამ ქალაქში ვერ პოულობენ გზას, ჩვენი გუნდი სთავაზობს მათ გზას, მესამე გზას, რომელსაც მომავლის შეცვლა შეუძლია. დროა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვიბრძოლოთ მომავლისთვის, დავამარცხოთ გაბატონებული კლასი,”-აღნიშნა ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ სიტყვით გამოსვლისას.
მან საზოგადოებას მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილი გააცნო. მერობის კანდიდატი ამომრჩეველეს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ჰპირდება. გარდა საპარლამენტო სტატუსისა, ანდრო ლოსაბერიძემ ყურადღება სოციალურ მიმართულებაზეც გაამახვილა. ბაღების, მუსიკალური და სპორტული სკოლების მასწავლებლებს ხელფასების გაორმაგებას და სპეციალურ დაზღვევებს ჰპირდება. მის საარჩევო დაპირებებში ასევე შედის: მუზეუმ მედეას მშენებლობა, ქალაქის ცენტრში დახურული საპარკინგე სივრცის მოწყობა, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინდუსტრიული პარკების მშენებლობა და ა.შ.
ანდრო ლოსაბერიძე ქუთაისის მერად კენჭს მეორედ იყრის. ის ქუთაისის მერობისთვის 2020 წლის არჩევნებზეც იბრძოდა.