ვანის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ალექსანდრე გოგორიშვილი დაასახელა.

“ვანი უძველესი და უმდიდრესი ისტორიით სავსე ქალაქია, რომელიც საქართველოს ისტორიის უნიკალურობას ინახავს და ამ კუთხით ჩემს მუნიციპალიტეტზე ზრუნვა ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. გარწმუნებთ, მე და ჩემი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ჩვენს ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გავიყვანთ. თქვენთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაძლევს იმის უფლებას, გთხოვოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე.” – თქვა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენისას და ქართულ ოცნებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ვანში: ბიჭიკო პაიკიძე, გელა ვარდოსანიძე, ილია დვალიშვილი, გელა ღვიტიძე, ლია დიასამიძე, ლანა გოგოძე, შოთა გიორგაძე, სანდრო ხურციძე, რამაზ არველაძე, გიორგი ტყეშელაშვილი” დაასახელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *