ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი
გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია ,,ანაგმა” შეასრულა. სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 2021 ში დასრულდა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაესწრნენ.
,,ახალი ტერმინალის გახსნა გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი. ჩვენი მიზანი პანდემიური სიტუაციის დაძლევა, უმუშევრობის შემცირება და ეკონომიკური ზრდაა. აეროპორტი გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ტურიზმი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. აეროპორტი თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი”-განაცხადა პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.