ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ცენტრის დირექტორს, დირკლ ბუშეს აღნიშნულ თემაზე ესაუბრნენ.

 

,,ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას პირდაპირი კონტაქტი ექნება  იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამენ. იმედი გვაქვს, მას შემდეგ, რაც ყველა საკითხს შეისწავლიან, საზოგადოებას ჰესის მშენებლობის მიმართ მეტი ნდობა ექნება და ყველა კითხავს პასუხი გაეცემა,’’-ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

24 აპრილს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს.

წერილის თანახმად, სამინისტროები მიიჩნევენ, რომ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისათვის და ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

უკვე 184-ე დღეა მოსახლეობა სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები გუმათში არიან დაბანაკებულნი. ისინი 23 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას აანონსებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *