ქუთაისი კონკურსის “სუფთა რეგიონი” გამარჯვებული
გახდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” ორგანიზებით, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო “-ს ფარგლებში, 2020 წელს გამოცხადებული კონკურსის “სუფთა რეგიონი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა ნომინაციაში “სუფთა ქალაქი”.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისმა “ყველაზე სუფთა” ქალაქის სტატუსი მოიპოვა, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი თანაქალაქელის დამსახურებაა. ქუთაისი ყოველთვის გამორჩეულად სუფთა ქალაქი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, რომ დაინახეს და სათანადოდ შეაფასეს ჩვენი ქალაქი.”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
კონკურსი ” სუფთა რეგიონი”, პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, უკვე მეხუთედ ჩატარდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე