ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

შშს მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ერთი მათგანი სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. 5 მათგანის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი და აქტივისტების განთავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. რაც შეეხება დღეს დაკავებულ ოთხ აქტივისტს, ისნი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

13 აპრილს რიონის ხეობაში დაპირისპირების შედეგად პოლიციამ 6, ხოლო 14 აპრილს 4 აქტივისტი დააკავა. Მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *