სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც სოფელ გუმათში ,,რიონის ხეობის მცველებს’’ უნდა შეერთებოდნენ,

ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირება მოახდინეს. ისინი რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ტერიტორიიდან გუმათის მიმართულებით დაიძრნენ, მაგრამ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის გასასვლელი დაკეტეს, რის გამოც აქციის მონაწილეების გეგმები შეიცვალა.

 

,,ხელისუფლება სამართალდამცველ უწყებებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.  გასასვლელი დაგვიკეტეს. გუშინ 6 აქტივისტი დააკავეს, დღეს კიდევ სამი ადამიანი დაიჭირეს. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო? ხალხს უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლება და არა პირიქით,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.

პოლიციამ გუმათში დღეს სამი აქტივისტი დააკავა, მათ შსს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *