რიონის ხეობაში პოლიცია
საპროტესტო კარვების დაშლას აპირებს. Ამის შესახებ ინფორმაციას რიონის ხეობის “მცველები” ავრცელებენ. Მათი თქმით, აქტივისტებს ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლება არ ეძლევათ. Რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პოლიცია კარვების დაშლის მიზეზად სამძებრო სამუშაოებში ხელის შეშლას ასახელებს.
“Რატომ ეშლებათ ხელი არის წარმოუდგენელი. Როცა სამუშაოები დასრულდება, მოგვცემენ ამ კარვების დაბრუნების უფლებას? Ფაქტი არის ის, რომ ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. Ჩვენ არ გვითვალისწინებენ, მათ აქვთ ძალაუფება ამ ბერკეტს იყებენებ,”-ამბობს ადგილობრივი ვარლამ გოლეთიანი.
Შეგახსენებთ, გუშინ აქციის 30 წლამდე მონაწილე მდინარეში შევიდა გაუჩინარდა. Სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.