“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სახელმწიფო
რწმუნებულების ადმინისტრაციების 2020 წლის ხარჯები შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევაში იმერეთიც მოხვდა. კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წელს იმერეთის გუბერნიამ ჯამში 692 797 ლარი დახარჯა.
ხელფასებზე 560 940 ლარი გამოიყო, ხოლო პრემია, ჯილდო, დანამატებზე 3 650 ლარი.
იმერეთის გუბერნიას ჯამში 12 ავტომობილი ემსახურება, რომელთა შეკეთებაზე გასულ წელს 36 960 ლარი დაიხარჯა. ჯამში 2020 წელს იმერეთის გუბერნიამ 26 981 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 61 517 ლარი შეადგინა.
იმერეთის გუბერნიამ ტელეკომუნიკაციებში 7 987 ლარი გადაიხადა. მივლინებებზე 11 907 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, 2020 წელს სარესტორნო მომსახურებაზე, სასმელ პროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და სხვა 9 836 ლარი გამოიყო.