გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი უფლებადამცველის
ინფორმაციით, პოლიტიკოსი ამჟამად მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში რჩება. ის პალატაშია მოთავსებული. როგორც ვალერი გელბახიანი ამბობს, წულაია მსუბუქ კვებაზე გადავიდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
“მას სჭირდება გარკვეული დრო რეაბილიტაციისთვის, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებდეს საშუალო მოთხოვნებს. თუ გოგის სწრაფად აღუდგება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შემდეგ დაისმება საკითხი დაბრუნდება თუ არა საკანში,”-განაცახადა უფლებადამცველმა.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა დაიწყო. საქმეზე გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.