“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2017-2020 წლებში

ქუთაისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები შეისწავლა. 4 წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯმა ჯამში 22 551 848 ლარი შეადგინა. ხარჯები ასე გადანაწილდა: სახელფასო ანაზღაურება -17 324 872 ლარი; პრემია/ჯილდო, დახმარება, დანამატი – 2 038 816 ლარი; მივლინება – 318, 968 ლარი; წარმომადგენლობითი- 815,721 ლარი; ტელეკომუნიკაცია – 258 508 ლარი; საწვავი – 1,377,390 ლარი, საავტომობილო მომსახურება – 417, 571 ლარი.

“ქუთაისს ბევრი პრობლემა აქვს, რომელთა მოგვარება არის თვითმმართველობის პრეროგატივა. თავის მხრივ გამოწვევის წინაშე დგას მუნიციპალიტეტი იმ მწირი ბიუჯეტის პირობებში, რაც მას აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობები ორიენტირებული უნდა იყვნენ ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვაზე. იმ თანხების მოცულობა, რაც კვლევაშია მოცემული, არის საკმაოდ დიდი,”-ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე. 

წლების განმავლობაში ხარჯები ასე ნაწილდებოდა:





კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *