Დღეს, გლდანის ციხესთან გოგი
წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. “Გოგი წულაიას მხარდამჭერისათვის”- აქცია 14:00 საათზე დაიწყება.
Თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან წულაიას ახლობლები და მეგობრები უერთდებიან. Მათი თქმით, პოლიტიკოსი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია.
გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
Დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, წულაიას სიცოხლე საფრთის ქვეშაა. Ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და არ იღებს მედიკამენტებს.
წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.