პოლიტიკოს გოგი წულაიას, რომელიც ქალზე ძალადობის
ბრალდებით დააკავეს, მხარდამჭერი აქცია იგეგმება. “გოგი წულაიას თავისუფლებისათვის”- აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, 28 მარტს, 14:00 საათზე გლდანის ციხესთან მივიდნენ.
“დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გოგი წულაიამ დღეს ციხიდან წერილი გამოაქვეყნა.