პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. ინფორმაცია
რადიო “ძველ ქალაქს” შსს-ში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, წულაია 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, სად და როდის დააკავეს გოგი წულაია.
რადიო “ძველი ქალაქი” გოგი წულაიას მეუღლეს დაუკავშირდა, თუმცა, მან განაცხადა, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ ჰქონდა და მედიასთან კომენტარს არ გააკეთებდა.
გოგი წულაია ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს’’ ინგოროყვას პრესსამსახურში განუცხადეს, გოგი წულაიამ საავადმყოფო შემოსვლისთანავე დატოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო.
უცნობია რა მიზეზით შეიყვანეს პოლიტიკოსი კლინიკაში.
შეგახსენებთ, გოგი წულაიამ ცოტა ხნის წინ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა.