Საქართველოს პროკურატურამ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

 

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”

-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 მარტს  TV პირველმა ცანაწერები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი , პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სსდს-ის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას უარყოფით კომენტარებს უწერენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *