პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე
მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს დასაბუთებული პასუხები უნდა გაეცეს. მისივე თქმით, აუცილებელია შეკითხვებს თავად მინისტრებმა უპასუხონ. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს ადგილზე ჩასვლას ავალებს.
“მინდა ვთხოვო მინისტრებს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ, დაიწყონ უშუალოდ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ და მოისმინეთ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი. კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,”-განაცხადა ღარიბაშვილმა.
რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია კარვებში ღამეს ათევს. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. იმართება საპროტესტო აქციებიც.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე