1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

ბაკალავრიატის სტუდენტები ლექციებს დინსტანციურად მოუსმენენ, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის კი უნივერსიტეტში მივლენ. გამოცდების ჩაბარება მხოლოდ აუდიტორიაში იქნება შესაძლებელი. 

რაც შეეხება მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, მათ ისევ ონლაინ რეჟიმში მოუწევთ სწავლა. სწავლის დინსტაცნიურ რეჟიმზე რჩება მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამაც.

 

,,იმისთვის, რომ ჩვენს სტუდენტებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ, ლექციები ზედიზედ ექნებათ და შემდეგ დღეებში პრაქტიკული მეცადინეობისთვის უნივერსიტეტში მოსვლა მოუწევთ. როცა პირველი და მეორე კურსი იქნება უნივერსიტეტში, დანარჩენი კურსები დინსტანციურად ისწავლიან და პირიქით. ამით სტუდენტთა ნაკადს დავარეგულირებთ, რათა კოვიდ 19-ის გავრცელება თავიდან ავიცილოთ,’’-ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.

მისი თქმით, უნივერსიტეტი ყველა რეგულაციას იცავს და სტუდენტებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.

წერეთლის უნივერსიტეტში ჯამში, დაახლოებით, 8000-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *