ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაუმორჩილებლობის მარშს მართავენ.

ისინი ქართული ოცნების ოფისისკენ მიემართებიან და დაკავებული 6 აქტივისტის განთავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, კომენდანტის საათი პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაწესებული და მას მოსახლეობა არ შეგუება.

 

სამართალდამცველებმა დღეს 6 აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა დაკავებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვეს და ხელისუფლებას ვადა 21 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაუმორჩილებლობით იმუქრებიდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *