ქუთაისში სამართალდამცველების  აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიის შენობაში შესვლა ითხოვეს, რის უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

,, ვითხოვდით მერთან შეხვედრას. ინფორმაცია გვქონდა რომ ის მეგობრებთან ერთდ გუშინ 9 საათზე რესტორანში იმყოფებოდა. კანონის ფარგლებში გვინდოდა მერიაში შესვლა, ამის უფლება პოლიციამ არ მოგვცა. გადაგვიარეს სამართალდამცველებმა, ქალებს სცემეს, აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს” – ამბობს აქციის მონაწილე მიხეილ გეგეშიძე.

ამ დროისთვის მერიის გარე პერიმეტრის სამართალდამცველების აკონტროლებენ

ქუთაისის მერიის წინ უკვე მე17 დღეა საპროტესტო კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეები 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *