“Ვითხოვთ რეგულაციების მოხსნას და ქვეყნის
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წინ, ის რეგულაციები გააპროტწსტეს, რომელიც ხელისუფლებამ კოვიდ პანდემიის გამო დააწესა. აქციის ერთ-ერთი ორგანოზატორის ლუკა გორგიძის თქმით, აუცილებელია ქვეყნის გახსნა.
“დღეს გალიაშია გამოკეტილი ბიზნესები, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, არ მუშაობს ტრანსპორტი, პატრული კი ამ დროს უმუშევარ, უფულო ადამიანებს აჯარიმებს. მოვითხოვთ ქვეყნის გახსნას და ჯარიმების გაუქმებას”- ამბობს ლუკა გორგიძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის იანა ჯანელიძია თქმით, ახალგაზრდები მოითხოვენ ქუთაისში აღდგეს ტრანსპორტი 1 თებერვლიდან და მიეცეთ აუხიტორიებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.