Ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის
Ზაზა ლომინაძის ბიურომ ფუნქციონირება დეკემბრიდან დაიწყო. Ბიუროში 4 ადამიანია დასაქმებული. მას მამუკა ჭონიშვილი ხელმძღვანელობს. Ჭონიშვილი ამბობს, რომ ბიუროში მოქალაქეების ფიზიკურად მიღებას კოვიდ 19-ის გამო ერიდებიან და მათთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებითა და წერილობით, ადგილზე მისვლით ხირციელდება. Მისივე განმარტებით, ყოველ დღე 2-3 ადამიანი მინიმუმ რეკავს, რომელსაც კონკრეტული საქმის მოგვარება სურს.
Მოქალაქეები მაჟორიტარს ძირითადად შემდეგ საკითხებზე მიმართავენ: სამედიცინო დახმარება, ვაკანსიები, ფინანსური და სოციალური დახმარება, საცხოვრებლის პრობლემა.
“საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომლებიც რეკავენ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ მომავალში ქალაქისათვის. Სურთ დეპუტატთან ერთად ქალაქისათვის რაღაც საქმიანობა გაწიონ. Ეს ძალიან გამიკვირდა. Ველოდი, რომ მხოლოდ ფინანსური, სოციალური, სამედიცინო დახმარებაზე დარეკავდნენ. აღმოჩნდნენ საკმაო ადამიანები, რომლებსაც სურთ, ქალაქისთვის რაღაცები გააკეთონ.
Ჯამში დიდი გეგმები გვაქვს, როგორც კი პანდმია დასრულდება. ბატონ ზაზას აქვს სურვილი, იყოს დინამიური დეპუტატი, დინამიური პარლამენტარი,”-ამბობს ბიუროს ხელმღვანელი.
Ზაზა ლომინაძემ არჩევნებში გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.