Პარტია “ლელოს” ლიდერმა
Და ქუთაისის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დასაწყებად მთავარ პროკურატურას მიმართა. Ნაცვლიშვილმა უწყებაში წერილი დღეს შეიტანა და განაცხადა, რომ გამოძიება ძეგლის არასწორი რეაბილიტაციის დროს დაზიანების ფაქტსა და სამსახურეობრივ გულგრილობაზე უნდა დაიწყოს.
“2014-2019 წლებში ჩატარდა რეაბილიტაცია, რის დროსაც დაზიანდა სახურავი და წყალი ჩადის. Აღნიშნული აზიანებს ფრესკებს. Საზოგადოების აქტიურობის შედეგად, იძულებული გახდა ეს უწყება, ეღიარებინა დანაშაულის ნიშნები. Თუმცა ეს იყო საზოგადებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც დაიწყო გასულ წელს, მიმართული არ არის იმისკენ, რომ დაადგინოს, ვინ არის ძეგლის დაზიანების ფაქტზე პასუხისმგებელი. Უკვე დაწყებული გამოძიება ეხება ფინანსურ საკითხს. Ამ უწყებამ მომხდარს უნდა დაარქვას თავისი სახელი. Კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა აგონ პასუხი. Ჯოხი არ უნდა გადატყდეს მხოლოდ შემსრულებელზე,”-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
Გელათის მონასტერში წყლის ჩასვლის გამო ფრესკები დაზიანდა. Ახლა მონასტერი თუნუქით დროებით გადახურეს.