როგორ აპირებს ქუთაისის ახალი მერი უმუშევრობისა

და სიღარიბის დაძლევას ქუთაისში- ამის შესახებ იოსებ ხახალეიშვილმა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველობას ახალი გამოწვევები აქვს და სრულიად ახლებური მიდგომები სჭირდება. იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მცირე ბიზნესის დახმარება და ახალი პლატფორმის შექმნაა საჭირო.

“მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს, ეს გახლავთ დამსაქმებელი, სამუშაოს მაძიებელი და საგანმანათლებლო დაწესებულება. ანუ ბიზნესი საგანმანათლებლო დაწესებულებას უკვეთავს იმ თანამშრომლის გადამზადებას, რომელიც მას სჭირდება. ანუ ეს იქნება პლატფორმა, სადაც დავუშვათ მოხდება სამუშაოს მაძიებლის მიერ მოძებნა სამუშაო ვაკანსიების, რომელიც უკვე გამოცხადებული აქვს ბიზნესს. მოთხოვნის, რომელიც არსებობს სამუშაო ბაზარზე და ვერ ხერხდება მიწოდება, იმიტომ რომ ასეთი სპეციალობის ადამიანები არა გვყავს, ამის დაბალანსებას მოახდენს საგანმანათლებლო დაწესებულება,”-ამბობს ხახალეიშვილი. 

ქუთაისის მერი აცხადებს, რომ თვითმმართველობას არ აქვს ბერკეტები, რომ ბიზნესს რაიმე შეღავათები დაუწესოს. მისივე თქმით, ბიზნესს მოუწევს ფიქრი, თუ როგორ მოახდინოს მისი საქმიანობის ტრანსფორმაცია ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე და ამაში მის წვლილს სახელმწიფოც შეიტანს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *