ქუთაისის მერია საახალწლოდ ჯამში 4 000 ნობათს
შეისყიდის. მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. 2 000 ნობათი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 2 000 ბავშვებისათვის.
სოციალურად დაუცველებისათვის ნობათების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 82 000 ლარია. თითოეული ნობათის შემადგენლობაში გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, ზეთი, კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი და პურის ფქვილი შედის.
საახალწლოდ ბავშვებისათვის მერია 2 000 ცალ საახალწლო ნობათს შეიძენს, რაშიც 20 000 ლარს გადაიხდის. ნობათები სხვადასხვა სახის ტკბილეულისაგან შედგება.
ჯამში ნობათებში მერია 102 000 ლარს დახარჯავს.