ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების
მეორე ტურის კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა. ჯამში კომისიამ 5 საჩივარზე იმსჯელა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იქნა შეტანილი.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საჩივრებიდან დაკმაყოფილდა ერთი, ორი – ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა. მათივე განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.
რაც შეეხება კენჭისყრის დღის შემდეგ დაწერილ საჩივრებს, მათი განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს არის ჩანიშნული. კომისია 3 საჩივრის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.