ქუთაისში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ამ ეტაზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე 33 843 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო მაჩვენებლის 21,85%-ს შეადგენს. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ 50.85% შეადგინა. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

 

,, 74-ე უბანზე დღეს 220 ამომრჩეველი მოვიდა, პირველ ტურში კი 637 ამომრჩეველი გვყავდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდა. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის,” – ამბობს 74-ე უბნის კომისიის მდივანი, თამარ გაბისონია.

ქუთაისში 130 უბანია გახსნილი. აქედან 7 სპეცუბანია. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *