,,ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიგა შუშანიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ის არჩევნების პირველი ტურის შედეგს გაყალბებულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ პირობებში არც მეორე ტურში მონაწილეობას აქვს აზრი. მისი თქმით, მას და ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, 8000-ზე მეტი ხმა მოპარეს.

 

,,არ ვაპირებ ივანიშვილის ცირკში მონაწილეობას, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოუცხადოს  ბოიკოტი არჩევნებს,’’-აცხადებს გიგა შუშანია.

გიგა შუშანიამ განცხადებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *