როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ,
ამ სახის პერფორმანსით ისინი ხაზს იმ ფაქტს უსვამენ, რომ ქოლგა მათი ფარია და წყლის ჭავლის არ ეშინიათ.
,,ქოლგა სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ წყლის ჭავლს ფარად დემოკრატიულ ღირებულებებს, სამოქალაქო აქტივიზმს და პროტესტს ვუპირისპირებთ. არც ის იყო მხოლოდ წყალი და არც ჩვენი პერფორმანსია მხოლოდ ქოლგა, მაგრამ წყალს ყველაზე მეტად ქოლგა იგერიებს. ეს არის სოლიდარობის აქცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისში რისკის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
სამწუხაროა რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ქართველი ხალხის გაჭირვება დააფასოს, ხალხი იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული კუთხით დიდი პრობლემები აქვს, -ამბობს აქციის ორგანიზატორი აკაკი საღინაძე.
აქციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
8 ნოემბერს რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეების დაშაშლელად ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგს აპროტესტებდნენ და განმეორებით არჩევნებს ითხოვდნენ