ცენტრალური საარჩევნო კომისია ცესკოს შენობასთან
განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
“ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში,”-ამბობენ ცესკოში.
საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა და ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. მათივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა.
თბილისში განვითარებულ 8 ნოემბრის მოვლენებამდე, კიდევ ერთი აქცია ქუთაისში 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებდნენ.