კოვიდ 19-ის გამო ქუთაისის საქალაქო
ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა.
როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა, სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.
მისივე თქმით, რეგულაციების დაცვას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ. ადამაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეიცვალოს.