“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის
განცხადებით, ოპოზიციას ქუთაისში არჩვენების შედეგების გაპროტესტების არავითარი საფუძველი არ აქვს. მერობის კანდიდატის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს.
“ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორმა დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო, ოპონენტები ცდილობენ ხელოვნურად გაამწვავონ სიტუაცია. ეს არის დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, განსაკუთრებით ქუთაისში იმის მტკიცებით, რომ არჩევნების შედეგები არასწორად იქნა დათვლილი,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
“ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ გაამწვავონ სიტუაცია.