ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების
განხილვა დღეს დაიწყებს. განიხილება 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს საოლქო კომისიაში შესული საჩივრები. ჯამში დაწერილია 23 საჩივარი.
59-ე საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა.
საჩივრების განხილვა საოლქო კომისიაში შესვლიდან ორი დღის ვადაში უნდა მოხდეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე