ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბანი
დათვლილია. ქალაქის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ცნობილია.
ცესკოს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45, 7 % დააგროვა, ხოლო ენმ-ის მერობის კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 30, 62 %.
“გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის” მერობის კანდიდატმა ხმათა 8 % მოაგროვა.
ხმების 6, 63 % მიიღო “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ამირან ძოწენიძემ.
“თავისუფალი საქართველოდან” გაგა გოგრიჭიანმა 3, 05 % მიიღო.
“ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ 2,3 % აიღო, ხოლო ირმა პეტრიაშვილმა “სოციალური სამართლიანობისათვის” 1, 86 %.
“დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ”-დან კახაბერ ჩახუნაშვილმა ხმათა 1, 85 % მოაგროვა.