,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მერობის კანდიდატს, ამირან ძოწენიძეს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, გადასატანი ყუთი არ მიუტანეს, რის გამოც მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე მივიდა.

ამირან ძოწენიძე აღნიშნულს პოლიტიკურ მიზეზებს არ უკავშირებს და საარჩევნო კომისიის უპასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

 

,,26 ოქტომბერს ვიცოდი, რომ სიაში ვიყავი. დღეს მითხრეს, რომ არ ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის საარჩევნო ოლქში თავმოუბმელი და ნაკლები მენეჯერული უნარის მქონე ადამიანები მუშაობენ. მე-11 დღეა, რაც თვითიზოლაციაში ვარ, ვირუსის სიმპტომები აღარ მაქვს, ამიტომ ჩემი უბანზე მისვლა გარშემომყოფებს საფრთხეს არ შეუქმნიდა,’’-აღნიშნა ამირან ძოწენიძემ.

ის ამბობს, რომ ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს, ადამიანის თავისუფლებას და კეთილდღეობას მისცა.

,,ინდივიდუალიზმი, კერძო საკუთრება, თავისუფლება, ადამიანის უფლებები- ეს ევროპული საქართველოს ღირებულებებია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ კეთილდღეობას, რასაც ევროპამ და ამერიკამ მიაღწიეს,’’-გვითხრა ამირან ძოწენიძემ.

ის ამბობს, რომ პარტიას ქუთაისში, დაახლოებით, 8-9 ათასი ამომრჩეველი ჰყავს და იმედი აქვს, მათი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *