ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე
გამოკრული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი წითელი საღებავითაა გადახაზული. ასევე, დატანილია წარწერა -“кгб”.
“მაშინ, როდესაც ჩვენი აქტივისტები თბილისში ვიყავით წასული და ოფისები ცარიელი იყო, ასე ქურდულად, როგორც იცის “ქართულმა ოცნებამ”, მოვიდნენ და დააზიანეს ეს შენობა”. ეს არის აგონია და გუშინდელი აქციის გამოძახილი. ჩვენ ვუყურებთ კანდიდატებს “ქართული ოცნების”, რომლებიც ხან ქუთაისელობაზე დებენ თავს და ხან სიყვარულს ქადაგებენ, წესიერი და ნორმალური ადამიანი ამ ფაქტს დაგმობდა,”-განაცხადა პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიგა შუშანიამ.