“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბოს,
ვანის, ხონისა და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამომრჩეველს მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა. შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისთვის, როგორც მაჟორიტარი კანდიდატისათვის პრიორიტეტი ადამიანი იქნება.
“ჩემი მთავარი პროგრამა არის და იქნება ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც უჭირთ. ადამიანები, რომლებიც სასოწარკვეთილები არიან. ადამიანები, რომელთა შვილები ვერ სწავლობენ უსახსრობის გამო, რომლებსაც ართმევენ საძოვრებს, რომლებსაც უწყვეტენ სოციალურ დახმარებას, ყველა, ვისაც უჭირს. ჩემი პროგრამა იქნება ეს უახლოესი 4 წელი,”-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატად 23 სექტემბერს დაასახელა.