სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძენ ოცდამეცხრე საბავშვო ბაღის შენობასთან ბრიფინგი გამართა.
,,აღნიშნული საბავშვო ბაღი 4 წელია კერძო სახლში განთავსდა ქირით და ბიუჯეტიდან ქირას 3000 ლარს იხდის ყოველთვიურად. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა კი ხელისფლების გადაწყვეტილებით დაიკეტა იმ მოტივით რომ ამორტიზებული და ექსპლოატაციიდან გამოსულია. იყო დაპირება რომ მოხდებოდა შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. დაპირების შესრულების ნაცვლად იყო მცდელობა შენობა გაყიდულიყო, რასაც მოყვა მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებელთა პროტესტი. რომელთა მონდომებით შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. დღემდე შენობა მიტოვებულია და აღსაზრდელები სწავლას კერძო სახლში განაგრძობენ. შენობა მიტოვებულია და აღდგენის ნაცვლად საბოლოო განადგურებისთვისაა განწირული. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის და მავნებლობის შედეგი. რომელიც ვერ უზრუნველყოფს სკოლამდელი ბავშვებისათვის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ჯეროვნად უზრუნველყოფას. ჩვენი გუნდი შეეცდება აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა და აღსაზრდელებთან ერთად პედაგოგებისა და აღმზრდელების ყოფითი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენ ვგეგმავთ პერსონალის სახელფასო უზრუნველყოფის გაორმაგებასაც”,- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.