“ევროპული საქართველო” ქუთაისში დიდი სავაჭრო ცენტრების დაჯარიმებას
multicat=36 ეხმაურება. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკისთვის ეს არის კიდევ ერთი დარტყმა. კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ჯარიმები და გაუფრთხილდნენ ადამიანების სამუშაო ადგილებს.
“ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ 10,000 ლარით დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი – “გრანდმოლი” და “უნივერმაგი”. დღეს დაიკეტა ქარვასლაც. ფაქტიურად, ქალაქში თუ რამე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავიანთ ოჯახებს არჩენენ. ხელისუფლების უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმების გამო არიან დახურულები და უმძიმეს მდგომარეობაში. ხელისუფლებას შეეძლო გაფრთხილების ფორმა გამოეყენებინა, მაგრამ მათ ჯარიმები დაწერეს,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი “გრანდ მოლი” გუშინ, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10000 ლარით დააჯარიმა. როგორც გრანდ მოლის თანამშრომლები განმარტავენ, სავაჭრო ცენტრი პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული აპარატურისა და ხსნარების არქონის გამო დაჯარიმდა.