,, ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს” ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც გიგა შუშანია ამბობს, პარკინგსერვისის შენახვა ქუთაისის მოსახლეობას სამი მილიონი ლარი უჯდება, მაშინ როცა ორგანიზაცია 1 მილიონ 784 ათასი ლარის დავალიანებაში იმყოფება.
,, პარკინგ სერვისს 600 ათასი უნდა მოეტანა და ამის ნაცვლად მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. ორგანიზაციის შესანახად ქუთაისელების გაწეული პირდაპირი ხარჯი ჯამში 3 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის, 2 მილიონი ჯარიმის და ქირის სახით აქვთ მიღებული. სად წაიღეს ამდენი ფული არ ვიცით. ფაქტია, კორუფციასტან გვაქვს საქმე. ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე მერია აპირებს, რომ პარკინგ სერვისს 1 784 ლარის დავალიანება 2029 წლამდე გადაუვადოს. რატომ უნდა გადავუხადოთ ფული იმ ორგანიზაციას, რომელმაც საპარკინგე სისტემა ვერ მოაწესრიგა? 2016 წლიდან დღემდე არცერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებულა და რაც არის, იქაც მოუწესრიგებელია ყველაფერი. საპარკინგე ადგილებს მანქანების სადგომად იყენებენ, ’’- ამბობს გიგა შუშანია.
შპს ,,პარკინგსერვისში” ამბობენ, რომ გიგა შუშანიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.