საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფების მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა. მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის შემდეგი ეტაპი პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრაციაა, რისთვისაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ, ხოლო კანდიდატის რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველი ოქტომბერია.